საიტი სატესტო რეჟიმშია

ჩვენ შესახებ

ჩვენ ფრთებს ვასხამთ თქვენს ჩანაფიქრს! 

ჩვენ უკვე 15 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები. ამ პერიოდის განმავლობაში განვახორციელეთ 200 -ზე მეტი პროექტი, მოვემსახურეთ 120-ზე მეტ დამკვეთს, მათ შორის კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებიდან. კლიენტ ორგანიზაციასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად,  მოვიზიდეთ 50 მლნ. აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა ინდუსტრიაში.

ინოვას ისტორია იწყება 2004 წელს. თავდაპირველად შეიქმნა მცირე ზომის საკონსულტაციო კომპანია ჯი ემ სი ჯი.  2004–2005 წლებში ორგანიზაციამ შეასრულა BP-ს მასშტაბური პროექტი. მას შემდეგ კომპანიამ ითანამშრომლა წამყვან ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორში.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში კომპანია გახდა “ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის  პროგრამის პარტნიორი. პროგრამის დახმარებით შესაძლებელი გახდა ქართული ორგანიზაციებისა და საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი პროფესიული რჩევის შეთავაზება. თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.

2009 წელს კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. გადაწყდა ახალი სიცოცხლის დაწყება ახალი სახელით - ინოვა. სახელთან ერთად შეიცვალა ორგანიზაციული ხედვა და დაისახა ახალი მიზნები. ნელ-ნელა გაიზარდა ახალი კლიენტების რაოდენობა, საკონსულტაციო პროექტების სირთულე. 

2011 წელს ინოვა გახდა G-MEDIA პროგრამის პარტნიორი, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მიერ. აღნიშნული პარტნიორობა ამჟამად გრძელდება M-TAG-ის პროგრამის ფარგლებში. 

2014 წელს კომპანიამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. გაბრიელ ალ-სალემის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ კონკურსში ინოვა წარდგენილი იყო ნომინაციაში „Excellence in Consulting“ და დაჯილდოვდა პირველი ადგილით კატეგორიაში „წლის საკონსულტაციო პროექტი“. გამარჯვება კომპანიას წარმატებული წინასაპრემიერო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვამ მოუტანა ფილმისთვის - „გრძელი ნათელი დღეები“.

2015-2019 წლებში კომპანია სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კონტრაქტორი იყო  „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიის რეგიონებში. პროექტი ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას საქართველოს რეგიონებში და გულისხმობს მეწარმეების მცირე გრანტებით დაფინანსებას. პროექტის ფარგლებში ბიზნესის მართვის გამოცდილება და ცოდნა გავუზიარეთ 10000-ზე მეტ ბენეფიციარს, ხოლო გრანტით დაფინანსდა 2000-ზე მეტი მათგანი. გრანტის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 14,5 მლნ. ლარი, ხოლო პროექტების ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ დაახლოებით 19 მლნ. ლარი.

2020 -ში ჩვენ გავხდით გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი ორგანიზაცია და ჩვენი დირექტორი მაია შიშნიაშვილი Global Compact საქართველოს ბორდის წევრი. 

 

პარტნიორები და კლიენტები

ყველას ნახვა