რას გულისხმობს საკონსულტაციო საქმიანობა?

საკონსულტაციო საქმიანობა გულისხმობს ორგანიზაციის დახმარებას მმართველურ საკითხებში. მისი მიზანია ცვლილებების ინიცირება. კონსულტანტი გარედან უყურებს ორგანიზაციას და შეუძლია, პროფესიული რჩევის გაზიარების გზით, დაეხმაროს ორგანიზაციის მენეჯმენტს, შეცვალოს არსებული ბიზნეს-მოდელი, სტრუქტურა თუ პროცესები და ხელი შეუწყოს ორგანიზაციის მესვეურებს პროფესიულ ზრდაში. ჩვენ მოგვმართავენ როგორც დამწყები ბიზნესმენები, ისე უკვე არსებული ორგანიზაციების მმართველები.