კომპანიის ისტორია

კომპანიის ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც ნელ-ნელა გაჩნდა მაშინდელი საზოგადოებისათვის უცნობი ცნებები - “ბიზნესი“, „ბაზარი“, „მომხმარებლები“, „ბიზნეს-გარემო“ და სხვა. ეკონომიკურმა ცვლილებებმა საფუძველი ჩაუყარა მრავალი ბიზნესის ჩამოყალიბებას, თუმცა მათ დამფუძნებლებს ბიზნესის წარმოებისათვის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნდათ. სწორედ მათ დასახმარებლად შეიქმნა საკონსულტაციო ფირმა GCG, რომელიც დაკომპლექტებული იყო წამყვანი ბიზნეს სკოლის, ESM თბილისის (დღევანდელი თავისუფალი უნივერსიტეტი), კურსდამთავრებულებითა და პროფესორ-მასწავლებლებით.

1998 წლიდან GCG თანამშრომლობდა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან, ხოლო 2002 წელს შეუერთდა წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია „Ernst & Young“-ს, რომელმაც GCG-ის საშუალებით მნიშვნელოვანი დასაყრდენი მოიპოვა ამიერკავკასიის რეგიონში.

2001–2002 წლებში შეიცვალა საკონსულტაციო საქმიანობის მარეგულირებელი საერთაშორისო კანონი. ახალი რეგულირების მიხედვით საკონსულტაციო კომპანიას აეკრძალა კლიენტისათვის ერთდროულად რამდენიმე ტიპის მომსახურების გაწევა, მაგ.: საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების. ამ შეზღუდვამ სერიოზული დარტყმა მიაყენა საკონსულტაციო კომპანიებს, რადგან მათ მოუწიათ არჩევანის გაკეთება თავის მიმართულებებს შორის და ზოგიერთზე უარის თქმაც კი.

სწორედ ამიტომ, „Ernst & Young“-ში მომუშავე მენეჯმენტ კონსულტანტების განყოფილებამ გადაწყვიტა ცალკე გამოყოფა და ახალი მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანიის დაარსება. 2004 წლის იანვარში მათი ინიციატივით შეიქმნა მცირე ზომის საკონსულტაციო ფირმა GMCG, რომელმაც განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეძლო ძველი კლიენტების შენარჩუნება და ახლების მოპოვება.

2004–2005 წლებში ორგანიზაციამ შეასრულა BP-ს მასშტაბური პროექტი. მას შემდეგ GMCG-მ ითანამშრომლა საქართველოს ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორებიცაა: ჯეოსელი, თი–ბი–სი ბანკი, თბილწყალკანალი, ჯორჯიან მანგანეზი, პოპული და სხვა მრავალი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში კომპანია გახდა “ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის” (EBRD) BAS პროგრამის პარტნიორი. პროგრამის დახმარებით შესაძლებელი გახდა ქართული ორგანიზაციებისათვის ხელმისაწვდომი პროფესიული რჩევის შეთავაზება.

2009 წლამდე ორგანიზაცია სწრაფად ვითარდებოდა. პროექტების სტაბილური ნაკადი უზრუნველყოფდა მის ფინანსურ ზრდას. ორგანიზაციის მესვეურთა მთელი ყურადღება გადატანილი იყო სამუშაოს შესრულებაზე. ამ პერიოდში ორგანიზაციას შეემატა ახალი თანამშრომლები, პარტნიორები და კლიენტები.

სამწუხაროდ, 2008 წლის ბოლოს დაწყებულმა კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა ქართული ბიზნესი. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელი ძალიან მძიმე იყო, კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. გადაწყდა ახალი სიცოცხლის დაწყება ახალი სახელით - Innova. სახელთან ერთად შეიცვალა ორგანიზაციული ხედვა და დაისახა ახალი მიზნები. აქამდე GMCG შედგებოდა ფართო პროფილის სპეციალისტებისაგან, რომლებსაც შეეძლოთ მრავალ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა.

ახალი ხედვის მიხედვით ორგანიზაცია უნდა გახდეს მეტად სპეციალიზირებული რამდენიმე არჩეული მიმართულებით და მიმართულების შიგნით მომსახურების უფრო ფართო სპექტრი შესთავაზოს კლიენტებს.

2010 წელს ცვლილებებს ჩაეყარა საფუძველი. გაიზარდა კომპანიის შემადგენლობა, ახალი კლიენტების რაოდენობა, საკონსულტაციო პროექტების სირთულე.

2011 წელს, ინოვა IREX G-media-ს პარტნიორი გახდა და დღემდე გვევლინება მის პარტნიორად.

2011 წლიდან 2014 წლამდე კომპანიამ განახორციელა არა ერთი საინტერესო პროექტი და მათ შორის ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“-ს (ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი) წინასაპრემიერო, მარკეტინგული კამპანია. სწორედ ამ კამპანიის დაგეგმვისთვის მივიღეთ „გაბრიელ ალ სალემის ფონდის“ საერთაშორისო ჯილდო და პირველი ადგილი, ნომინაციაში „წლის საკონსულტაციო პროექტი“.

თანამშრომლები

მაია შიშნიაშვილი

კომპანიის ხელმძღვანელი

ლუკა ნამორაძე

მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი

ნათია ღვინიაშვილი

ბიზნეს კონსულტანტი

მარიამ ლეკვეიშვილი

ბიზნეს კონსულტანტი

ალექსანდრე მენაღარიშვილი

ბიზნეს კონსულტანტი

ვახტანგ ქელბაქიანი

ფინანსური ანალიტიკოსი

ნინა თოდუა

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

სალომე მაჭავარიანი

ბიზნეს კონსულტანტი

ზურაბ ჩიქოვანი

ბიზნეს კონსულტანტი